გააძლიერეთ თქვენი ბიზნესი ჩვენი მხარდაჭერით
კომპანია დაფუძნებულია პარტნიორულ პრინციპზე და აერთიანებს მაღალკვალიფიციურ IT ექსპერტთა და სპეციალისტთა ცოდნას, მრავალწლიან გამოცდილებას და ინოვაციურ მიდგომებს
ჩვენი გუნდი ორგანიზაციებს სთავაზობს მაღალი ხარისხის, პერსონალიზებულ IT სერვისებსა და პროდუქტებს, რომლებიც სრულად დააკმაყოფილებს მათ ტექნოლოგიურ მოთხოვნებს.
ჩვენ გთავაზობთ კომპლექსურ გადაწყვეტებს, კონსულტაციიდან და IT ინფრასტრუქტურის სტრატეგიის შემუშავებიდან ტექნიკურ მხარდაჭერამდე.
კომპანია IT WAY ფოკუსირებულია საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობასა და განვითარებაზე. ჩვენ ხელმისაწვდომ ფასში ვთავაზობთ IT პროდუქტებსა და სერვისებს იმ კომპანიებსა და ორგანიზაციებს, რომელთაც IT ინფრასტრუქტურისთვის შეზღუდული ბიუჯეტი აქვთ. აღნიშნული შეღავათები და ხელსაყრელი ფასები მიღწეულია პარტნიორებთან ჩვენი მრავალწლიანი თანამშრომლობისა და მჭიდრო კავშირის საფუძველზე. ეს საშუალებას გვაძლევს, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ბიზნესს ტექნოლოგიური განვითარების გზაზე, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია ორგანიზაციების მიერ ლიცენზირებული, ლეგალური პროგრამების გამოყენება.
რისთვის არის აუცილებელი, რომ კომპანია / ორგანიზაცია იყენებდეს მხოლოდ ლიცენზირებულ (ლეგალურ) პროგრამულ უზრუნველყოფას?
- სამართლებრივი შესაბამისობა და რეპუტაცია: ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება უზრუნველყოფს კომპანიის კანონმდებლობასთან შესაბამისობას, რაც თავიდან აგარიდებთ სამართლებრივ პრობლემებსა და ჯარიმებს. პირატული პროგრამების გამოყენება არღვევს საავტორო უფლებებს და შეიძლება ზიანი მიაყენოს კომპანიის რეპუტაციას.
- უსაფრთხოება და მხარდაჭერა: ლიცენზირებული პროგრამები რეგულარულად იღებენ უსაფრთხოების განახლებებსა და ტექნიკურ მხარდაჭერას მწარმოებლისგან, რაც იცავს სისტემას ვირუსებისა და მავნე პროგრამებისგან. პირატული პროგრამები ხშირად შეიცავს მავნე კოდს და არ უზრუნველყოფს უსაფრთხოების განახლებებს, რაც ზრდის კიბერუსაფრთხოების რისკებს.
- ფუნქციონალური შესაძლებლობები და პროდუქტიულობა: ლიცენზირებული პროგრამები უზრუნველყოფენ სრულფასოვან ფუნქციონალსა და პროდუქტიულობის ინსტრუმენტებს, რაც ხელს უწყობს თანამშრომლების ეფექტურ მუშაობას. პირატული ვერსიები შეიძლება იყოს არასრული ან შეიცავდეს შეცდომებს, რაც ზღუდავს მუშაობის შესაძლებლობებს.
