გააძლიერეთ თქვენი ბიზნესი ჩვენი მხარდაჭერით

binary, zero, one

” IT WAY “ წარმოადგენს თქვენს სანდო პარტნიორს პროგრამული ლიცენზიების, IT კონსულტაციისა და აუთსორსინგის მიმართულებით.
ჩვენ ვახორციელებთ Microsoft-ისა და მისი პარტნიორი კომპანიების პროგრამული ლიცენზიების მოძიებასა და მიწოდებას, რათა დავეხმაროთ ორგანიზაციებს, დანერგონ და განაახლონ ლეგალური თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფა მისაღებ ფასებში.
ჩვენი პროფესიონალი ექსპერტების გუნდი გთავაზობთ თქვენს სტრატეგიულ მიზნებსა და ბიზნესის საჭიროებებზე მორგებულ IT კონსულტაციებს.
აუთსორსინგის მოქნილი სისტემით ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენი IT ინფრასტრუქტურის მართვას და სრულ ტექნიკურ მხარდაჭერას როგორც ადგილზე, ასევე დისტანციურად. 
” IT WAY “ – ტექნოლოგიები თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის!

ჩვენ cven

კომპანია დაფუძნებულია პარტნიორულ პრინციპზე და აერთიანებს მაღალკვალიფიციურ IT ექსპერტთა და სპეციალისტთა ცოდნას, მრავალწლიან გამოცდილებას და ინოვაციურ მიდგომებს. ჩვენი გუნდი ორგანიზაციებს სთავაზობს მაღალი ხარისხის, პერსონალიზებულ IT სერვისებსა და პროდუქტებს, რომლებიც სრულად დააკმაყოფილებს მათ ტექნოლოგიურ მოთხოვნებს.
ჩვენ გთავაზობთ კომპლექსურ გადაწყვეტებს, კონსულტაციიდან და IT ინფრასტრუქტურის სტრატეგიის შემუშავებიდან ტექნიკურ მხარდაჭერამდე.

services სერვისი

კონსალტინგი

კომპანიის პროფესიონალთა გუნდი გაგიწევთ IT კონსულტაციას თქვენი ბიზნეს-პროცესებიდან გამომდინარე. ჩვენ დაგეხმარებით არსებული ტექნოლოგიების შეფასებაში და საჭიროებების გათვალისწინებით შევარჩევთ სწორ მოდელს.

აუტსორსინგი

აუთსორსინგული მომსახურება თქვენს ბიზნესს საიმედო, სტაბილური და სრულად დაცული IT ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფს. ჩვენი გუნდი განახორციელებს სისტემების მუდმივ მონიტორინგსა და პრევენციულ სამუშაოებს თქვენი ორგანიზაციის შეუფერხებელი მუშაობისთვის.

პროგრამული უზრუნველყოფა

გთავაზობთ თქვენს ბიზნეს-საჭიროებებზე მორგებული პროგრამული უზრუნველყოფის შექმნასა და დანერგვას. დაგეხმარებით ტექნიკური დავალების მომზადებაში, რაც აუცილებელი პირობაა მოქნილი და ეფექტური პროგრამული გადაწყვეტილების შესაქმნელად

ვებ-გვერდების დამზადება

გთავაზობთ თქვენი ორგანიზაციის თანამედროვე და ფუნქციური ვებ-გვერდის შექმნას და მოთხოვნის შემთხვევაში მის შემდგომ ადმინისტრირებას. ჩვენი პროფესიონალთა გუნდი უზრუნველყოფს, რომ ვებ-გვერდი იყოს მომხმარებლისთვის კომფორტული, მაქსიმალურად მორგებული თქვენს ბიზნეს-საჭიროებებზე, უსაფრთხო და მარტივად სამართავი.

რატომ ჩვენ? whyus

კომპანია “IT WAY”  ფოკუსირებულია საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობასა და განვითარებაზე. ჩვენ ხელმისაწვდომ ფასში ვთავაზობთ IT პროდუქტებსა და სერვისებს  იმ კომპანიებსა და ორგანიზაციებს, რომელთაც IT ინფრასტრუქტურისთვის შეზღუდული ბიუჯეტი აქვთ. აღნიშნული შეღავათები და ხელსაყრელი ფასები მიღწეულია პარტნიორებთან ჩვენი მრავალწლიანი თანამშრომლობისა და მჭიდრო კავშირის საფუძველზე.  ეს საშუალებას გვაძლევს, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ბიზნესს ტექნოლოგიური განვითარების გზაზე, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია ორგანიზაციების მიერ ლიცენზირებული, ლეგალური  პროგრამების გამოყენება.

რისთვის არის აუცილებელი, რომ კომპანია / ორგანიზაცია იყენებდეს მხოლოდ ლიცენზირებულ (ლეგალურ) პროგრამულ უზრუნველყოფას?

 
  • სამართლებრივი შესაბამისობა და რეპუტაცია: ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება უზრუნველყოფს კომპანიის კანონმდებლობასთან შესაბამისობას, რაც თავიდან აგარიდებთ სამართლებრივ პრობლემებსა და ჯარიმებს. პირატული პროგრამების გამოყენება არღვევს საავტორო უფლებებს და შეიძლება ზიანი მიაყენოს კომპანიის რეპუტაციას.
  • უსაფრთხოება და მხარდაჭერა: ლიცენზირებული პროგრამები რეგულარულად იღებენ უსაფრთხოების განახლებებსა და ტექნიკურ მხარდაჭერას მწარმოებლისგან, რაც იცავს სისტემას ვირუსებისა და მავნე პროგრამებისგან. პირატული პროგრამები ხშირად შეიცავს მავნე კოდს და არ უზრუნველყოფს უსაფრთხოების განახლებებს, რაც ზრდის კიბერუსაფრთხოების რისკებს.
  • ფუნქციონალური შესაძლებლობები და პროდუქტიულობა: ლიცენზირებული პროგრამები უზრუნველყოფენ სრულფასოვან ფუნქციონალსა და პროდუქტიულობის ინსტრუმენტებს, რაც ხელს უწყობს თანამშრომლების ეფექტურ მუშაობას. პირატული ვერსიები შეიძლება იყოს არასრული ან შეიცავდეს შეცდომებს, რაც ზღუდავს მუშაობის შესაძლებლობებს.

გთავაზობთ Microsoft Windows-ის ოპერაციულ სისტემებსა და  Microsoft-ის საოფისე პროგრამებს განსაკუთრებულ ფასად, ასევე, Microsoft 365-ის ღრუბლოვან გადაწყვეტილებას. იხილეთ ვრცლად

contact                                                                                 დაგვიკავშირდით

გთხოვთ შეავსოთ ფორმა და გაგვიზიაროთ თქვენი მოთხოვნა. ჩვენი გუნდის წევრი მალე დაგიკავშირდებათ, მოგაწვდით ყველა საჭირო ინფორმაციას დეტალურად და დაგეხმარებათ თქვენთვის საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებაში


Scroll to Top