MICROSOFT ლიცენზირება და IT სერვისები ბიზნესებისთვის საქართველოში

კონსალტინგი
კომპანიის პროფესიონალთა გუნდი გაგიწევთ IT კონსულტაციას თქვენი ბიზნეს-პროცესებიდან გამომდინარე. ჩვენ დაგეხმარებით არსებული ტექნოლოგიების შეფასებაში და საჭიროებების გათვალისწინებით შევარჩევთ სწორ მოდელს. კონსუტაციის მიზანია თქვენი ბიზნესისთვის სტაბილური, უსაფრთხო და ეფექტური IT ინფრასტრუქტურის შექმნა, რაც გაზრდის პროდუქტიულობას და შეამცირებს ხარჯებს

აუტსორსინგი
აუთსორსინგული მომსახურება თქვენს ბიზნესს საიმედო, სტაბილური და სრულად დაცული IT ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფს. ჩვენი გუნდი განახორციელებს სისტემების მუდმივ მონიტორინგსა და პრევენციულ სამუშაოებს თქვენი ორგანიზაციის შეუფერხებელი მუშაობისთვის.

პროგრამული უზრუნველყოფა
გთავაზობთ თქვენს ბიზნეს-საჭიროებებზე მორგებული პროგრამული უზრუნველყოფის შექმნასა და დანერგვას. დაგეხმარებით ტექნიკური დავალების მომზადებაში, რაც აუცილებელი პირობაა მოქნილი და ეფექტური პროგრამული გადაწყვეტილების შესაქმნელად

ვებგვერდების დამზადება
გთავაზობთ თქვენი ორგანიზაციის თანამედროვე და ფუნქციური ვებ-გვერდის შექმნას და მოთხოვნის შემთხვევაში მის შემდგომ ადმინისტრირებას. ჩვენი პროფესიონალთა გუნდი უზრუნველყოფს, რომ ვებ-გვერდი იყოს მომხმარებლისთვის კომფორტული, მაქსიმალურად მორგებული თქვენს ბიზნეს-საჭიროებებზე, უსაფრთხო და მარტივად სამართავი.
