Microsoft-ის ლიცენზირება და IT მომსახურება ბიზნესებისთვის საქართველოში

Microsoft 365-ის დანერგვა, მიგრაცია და ადგილობრივი მხარდაჭერა — უსაფრთხო, მოქნილი და საიმედო IT გარემო თქვენი გუნდისთვის

Microsoft Cloud Solution Provider (CSP)

ჩვენ ვეხმარებით ორგანიზაციებს Microsoft-ის გადაწყვეტილებების დანერგვაში, მართვასა და განვითარებაში — ლიცენზირება, მიგრაცია, დანერგვა და ტექნიკური მხარდაჭერა თქვენი ბიზნესის მიზნების შესაბამისად

იხილეთ ვრცლად
ჩვენ

Microsoft Cloud Solution Provider (CSP) in Georgia

IT WAY არის Microsoft-ის პარტნიორი და Cloud Solution Provider (CSP), რომელიც საქართველოს მასშტაბით ორგანიზაციებს სთავაზობს Microsoft-ის ღრუბლოვან ტექნოლოგიებსა და ლიცენზირების სერვისებს.

ჩვენ ვეხმარებით ორგანიზაციებს Microsoft გადაწყვეტილებების დანერგვაში, მართვასა და ოპტიმიზაციაში, მათ შორის Microsoft 365-ის ლიცენზირებაში, დანერგვაში, მიგრაციასა და ტექნიკურ მხარდაჭერაში. ჩვენი მიზანია შევქმნათ უსაფრთხო, მოქნილი და ეფექტური IT გარემო, რომელიც ზრდის პროდუქტიულობას და ამარტივებს ყოველდღიურ პროცესებს.

ჩვენი გამოცდილი გუნდი უზრუნველყოფს პროფესიონალურ IT კონსულტაციას, რომელიც მორგებულია თქვენი ბიზნესის მიზნებსა და სტრატეგიულ საჭიროებებზე. მოქნილი აუთსორსინგის მოდელებით, ჩვენ ვუზრუნველყოფთ IT ინფრასტრუქტურის მართვასა და სრულ ტექნიკურ მხარდაჭერას როგორც დისტანციურად, ასევე ადგილზე.

ღრუბლოვანი გადაწყვეტილებები და ლიცენზირება

Microsoft 365-ის, Azure-ისა და მუდმივი ლიცენზიების მიწოდება ადგილობრივი ანგარიშსწორებითა და ტექნიკური მხარდაჭერით

დანერგვა და მიგრაცია

Microsoft გადაწყვეტილებების დანერგვა და მონაცემთა მიგრაცია ბიზნეს პროცესების მინიმალური შეფერხებით

უსაფრთხოება და სტანდარტებთან შესაბამისობა

უსაფრთხო IT გარემოები თანამედროვე ბიზნესის მოთხოვნების შესაბამისად

სერვისები

ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის

პროფესიონალური IT კონსულტაცია, ინფრასტრუქტურის მართვა და სრულყოფილი ტექნიკური მხარდაჭერა — დისტანციურად და ადგილზე

კონსულტაცია

კომპანიის პროფესიონალთა გუნდი გაგიწევთ IT კონსულტაციას თქვენი ბიზნეს-პროცესებიდან გამომდინარე. ჩვენ დაგეხმარებით არსებული ტექნოლოგიების შეფასებაში და საჭიროებების გათვალისწინებით შევარჩევთ სწორ მოდელს. კონსუტაციის მიზანია თქვენი ბიზნესისთვის სტაბილური, უსაფრთხო და ეფექტური IT ინფრასტრუქტურის შექმნა, რაც გაზრდის პროდუქტიულობას და შეამცირებს ხარჯებს

აუტსორსინგი

აუთსორსინგული მომსახურება თქვენს ბიზნესს საიმედო, სტაბილური და სრულად დაცული IT ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფს. ჩვენი გუნდი განახორციელებს სისტემების მუდმივ მონიტორინგსა და პრევენციულ სამუშაოებს თქვენი ორგანიზაციის შეუფერხებელი მუშაობისთვის.

პროგრამული უზრუნველყოფა

გთავაზობთ თქვენს ბიზნეს-საჭიროებებზე მორგებული პროგრამული უზრუნველყოფის შექმნასა და დანერგვას. დაგეხმარებით ტექნიკური დავალების მომზადებაში, რაც აუცილებელი პირობაა მოქნილი და ეფექტური პროგრამული გადაწყვეტილების შესაქმნელად

ვებგვერდის დამზადება

გთავაზობთ თქვენი ორგანიზაციის თანამედროვე და ფუნქციური ვებ-გვერდის შექმნას და მოთხოვნის შემთხვევაში მის შემდგომ ადმინისტრირებას. ჩვენი პროფესიონალთა გუნდი უზრუნველყოფს, რომ ვებ-გვერდი იყოს მომხმარებლისთვის კომფორტული, მაქსიმალურად მორგებული თქვენს ბიზნეს-საჭიროებებზე, უსაფრთხო და მარტივად სამართავი.

MICROSOFT ლიცენზირება

შეიძინეთ ლიცენზიები პირდაპირ IT WAY-ისგან — დანერგვის, კონსულტაციისა და ადგილობრივი მხარდაჭერის სერვისებთან ერთად

IT WAY – ტექნოლოგია თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის

შეიძინეთ Microsoft-ის ლიცენზიები საქართველოში — დანერგვით, კონსულტაციითა და ადგილობრივი მხარდაჭერით
Scroll to Top