Microsoft 365-ღრუბლოვანი გადაწყვეტილება
გთავაზობთ ღრუბლოვან გადაწყვეტილებას – Microsoft 365, განსაკუთრებულ ფასად, რომელიც გამოწერის საფუძველზეა. ფასი დამოკიდებულია მომხმარებელთა რაოდენობასა და იმ ხელშეკრულების პირობებზე, რითაც იქნება მაქსიმალური ფასდაკლება მიღებული Microsoft-სგან ან Microsoft-ის პარტნიორი ორგანიზაციისგან.
რა არის Microsoft 365 ?
Microsoft 365 წარმოადგენს ფართო გადაწყვეტილების სერვისს, რომელსაც გვთავაზობს კომპანია Microsoft. აღნიშნული სერვისი დაფუძნებულია გამოწერის (subscription) პრინციპზე და გადასახადის კალკულაცია ხორციელდება მომხმარებელთა რაოდენობიდან გამომდინარე.
Microsoft 365-ეს არის საოფისე პროგრამისა (Word, Excel, PowerPoint, Outlook, Access, Publisher) და სხვადასხვა აპლიკაციების ერთობლიობა ღრუბლოვან (cloud) სერვისებთან ერთად ( OneDrive; SharePoint; Exchange online-corporate mail systems და სხვ.)
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ Microsoft-ის ოფიციალურ გვერდზე : Microsoft 365
თქვენი მოთხოვნის მიღებიდან ორი სამუშაო დღის განმავლობაში შეგატყობინებთ ზუსტ ფასს, ხოლო შეძენის შემდეგ პროდუქციას მიიღებთ არაუგვიანეს სამ სამუშაო დღეში.
ასევე, დაგეხმარებით შეძენილი სერვისის აქტივაცია, გამართვა და შემდგომ ადმინისტრირებაში, იმ შემთხვევაში, თუ თქვენს ორგანიზაციას არ ჰყავს IT თანამშრომელი.